ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მთავრობის სხდომაზე | 16.05.2022

პრემიერ-მინისტრმა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აჟიოტაჟი იყო ხელოვნურად გამოწვეულია და ქვეყანას დღეს ამ მიმართულებით პრობლემა არ აქვს. მთავრობა მოსახლეობას არწმუნებს, რომ პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არსებობს.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ.  განცხადება, როგორც მთავრობის მეთაურმა, ისე ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა. ზურაბ აზარაშვილის თქმით,  დღეს დასრულდა ტენდერი, რომელშიც „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები