სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, ქუთაისში სტუდენტებს და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. თეატრში შეკრებილებს სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა და მის ინიციატივაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა თქვა, რომ პოლარიზაციისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების გაგრძელება არ შეიძლება.