პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის აქტივობებსა და გადარიცხვებთან დაკავშირებით მისმა ადვოკატმა ყველა კითხვას პასუხი გასცა და ამ თემაზე დეტალებში არ შევა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს მათი მთავრობის განსახილველი არ არის. ღარიბაშვილი გამოეხმაურა ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალურ კითხვასაც. გაიმართება თუ არა აქციები ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად. პრემიერი ჟურნალისტებს ურჩევს, რომ ცინიკურ საუბარს თავი დაანებონ. ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაშია.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Credit Suisse-სმა ქართული ოცნების დამფუძნებელს საბანკო ტრანზაქციები შეუფერხა, რაც დავის დაწყების მიზეზი გახდა. შეფერხების მიზეზად ბანკმა აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გარემო დაასახელა, თუმცა ამ ფაქტმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გააჩინა ეჭვი, რომ დასავლეთი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისთვის ემზადება. ბიძინა ივანიშივლი შვეიცარიულ ბაკთან დაწყებულ სამარტლებრივ დავაზე საუბარს, საერთაშორისო მედიასთან აპირებს. თუმცა როდის და სად გაიმართება დაანონსებული პრესკონფერენციების სერია, უცნობია.