აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული განცხადებები – ღარიბაშვილი | 13.05.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად საქართველო ყველაფერს აკეთებს.  მისივე თქმით, ყველა დევნილისთვის ვინც უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა მაქსიმუმს აკეთებენ მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების უზრუნველყოფით. ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ მოსახლეობას აქვს მშვიდობის გრძელვადიანი გარანტია და საქართველოში არანაირი მეორე ფრონტი არ იქნება.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიამ თქვა, რომ  ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.  პრემიერმა აღნიშნა, რომ მას ოპოზიციონერების კითხვები და აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით აღარ აინტერესებს.