“ბიძინა ივანიშვილმა საქართველო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ჰაბად აქცია” | 12.05.2022

“ბიძინა ივანიშვილმა საქართველო რუსეთისთვის დაწესებული  სანქციების გვერდის ავლის ჰაბად აქცია” – ეს განცხადება  რუსმა ჟურნალისტმა, ისტორიკოსმა და პუბლიცისტმა,   ანდრეი პიონტკოვსკიმ Україна 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.  საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას მან თქვა, რომ  “ქართული ოცნების” დამფუძნებელი აუცილებლად უნდა დასანქცირდეს. ანდრეი პიოტკოვსკი თვლის, რომ საქართველოდან ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორებით, შესაძლებელია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში გეოპოლიტიკური ვითარებაც კი შეიცვალოს.