ოპოზიცია დაწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი მალე სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდება | 12.05.2022

ნებისმიერი ბრალდება Credit Suisse-ის “პოლიტიკური ზეწოლის” შესახებ სრულიად უსაფუძვლოა” – ასე პასუხობს შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული პიარ კომპანიის ბრალდებებს.  „ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილ მოკლე წერილობით პასუხში , ბანკი აცხადებს რომ, ბანკის გადაწყვეტილებები  კავშირში არ არის ბერმუდის სასამართლო პროცესთან.

ბიძინა ივანიშვილის შვეიცარიულ ბანკთან მეორე  სამართლებრივ დავას იწყებს. როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, Credit Suisse-სმა “ქართული ოცნების” დამფუძნებელს საბანკო ტრანზაქციები შეუფერხა, რაც დავის დაწყების მიზეზი გახდა. შეფერხების მიზეზად ბანკმა აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გარემო  დაასახელა, თუმცა ამ ფაქტმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გააჩინა ეჭვი, რომ დასავლეთი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისთვის ემზადება.

ბიძინა ივანიშივლი შვეიცარიულ ბაკთან დაწყებულ სამარტლებრივ დავაზე საუბარს, საერთაშორისო მედიასთან აპირებს. თუმცა როდის და სად გაიმართება დაანონსებული პრესკონფერენციების სერია,  უცნობია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები