40 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული, სამხედრო და ეკონომიკურ დახმარება უკრაინას | 11.05.2022

368 ხმით 57-ის წინააღმდეგ – შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ, სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას. ამერიკელი პოლიტიკოსის ჩაკ შუმერის განცხადებით, კანონპროექტს ახლა სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი, შემდეგ კი ის ხელმოსაწერად შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. კანონპროექტში 23 მილიარდ 400 მილიონი დოლარი სამხედრო საჭიროებებისთვისაა გამოყოფილი. კონგრესს უკრაინის დასახმარებლად დამატებით 33 მილიარდი დოლარის გამოყოფის ინიციატივით ჯო ბაიდენმა მიმართა. კონგრესმა კი სამხედრო და ჰუმანიტარული ფინანსების გაზრდა გადაწყვიტა და უკრაინისთვის 40 მილაირდი დოლარი გამოყო. შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თქმით, შექმნილ ვითარებაში დრო უმთავრესია და იგი მოხარულია, რომ კანონპროექტის დაუყოვნებლივ მიღება მოხერხდა.

“შტატების მიზანია რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტული ომის გაგრძელება და ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე მარცხის მიყენება” – ასე ეხმაურება, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას. მედვედევი Telegram არხზე წერს, რომ ასეთი მასშტაბის დახმარების მიზანი მხოლოდ რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური გავლენის შეზღუდვაა.