ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობის წესებში ცვლილებებია. ადგილის არ არსებობის გამო, მოქალაქეები მგზავრობას ახლა უკვე ფეხზე დგომითაც შეძლებენ. გადაწყვეტილება თბილისის მერიამ პიკის საათებში მგზავრთა დიდი ნაკადის გამო მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 1 თებერვლიდან დღემდე მიკროავტობსებში მგზავრთა ფეხზე დგომა აკრძალული იყო.