“ევროპული საქართველოს” ლიდერები ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდნენ. გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა ალექსანდრ ვინიკოვთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები, რუსეთ-უკრაინის ომი და ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობა განიხილეს. გაცნობითი ხასიათი შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ანტი-დასავლური პროპაგანდის საკითხებსაც.