ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომიდან გამოსავალი არ აქვს- ბაიდენმა Lend-Lease-ის კანონპროექტს ხელი მოაწერა | 10.05.2022

ჯო ბაიდენმა Lend-Lease-ის ისტორიულ კანონპროექტს ხელი მოაწერა.  ორპარტიულმა ინიციატივამ, რომლითაც მეორე მსოფლიო ომის Lend-Lease-ის პროგრამა აღდგა, თავის დროზე ხელი ნაცისტური გერმანიის დამარცხებას შეეწყო. პროგრამა  ამჯერად მიზნად ისახავს კიევის გაძლიერებას, მისთვის აშშ-ის იარაღის მიწოდების გამარტივების გზით. პროგრამა  დიდწილად სიმბოლური მნიშვნელობისაა, თუმცა ის ემთხვევა კონგრესის ინიციატივას დამატებით 33 მილიარდი დოლარის ან მეტის რესურსი გამოიყოს უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. კანონის ხელმოწერა ასევე სიმბოლური პასუხია რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის, რომელმაც მოსკოვში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე გამოიყენა უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. კანონის ხელმოწერამდე ბაიდენმა თქვა, რომ  “პუტინის ომს კიდევ ერთხელ მოაქვს სასტიკი ნგრევა ევროპაში”, რითაც მიანიშნა 9 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე. კანონის ხელმოწერის მომენტში ბაიდენთან ერთად ორი დემოკრატი და ერთი რესპუბლიკელი სენატორები იდგნენ.

ჯო ბაიდენის თქმით, ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომიდან გამოსავალი აღარ აქვს. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ცდილობს გაერკვეს თუ რისი გაკეთება შეუძლია მას. მისივე  თქმით, პუტინს სჯეროდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ნატოსა და ევროკავშირს დაშლიდა, მაგრამ ამის ნაცვლად შეერთებული შტატები და ევროპის მრავალი ქვეყანა უკრაინის მხარეს გაერთინდნენ. ეს განცხადება  პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამართულ პოლიტიკური ფონდის შეკრებაზე გააკეთა.

პარალელურად, ჯო ბაიდენი, უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობას გამოთქვამს. როგორც თეთრი სახლის პრესპიკერმა თქვა,  ამერიკის პრეზიდენტს უკრაინაში ჩასვლა სურს, თუმცა დაგეგმილი ვიზიტები ჯერ არ აქვს.  ჯენ ფსაკმა შეაფასა გუშინ, რუსეტის პრეზიდენტის მოსკოვში გამოსვლაც. თქვა, რომ პუტინის განცხადებები აბსურდია  და შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.