დარწმუნებული ვარ, ერთად გავიმარჯვებთ და დავიცავთ დემოკრატიას უკრაინაში და ევროპაში – ზელენსკი | 10.05.2022

Lend-Lease-ის აქტზე ხელმოწერას უკრაინის პრეზიდენტი ისტორიულ ნაბიჯად აფასებს. მან პრეზიდენტ ბაიდენსა და ამერიკელი ხალხს, უკრაინის მიერ, თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  Lend-Lease-ის შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია.

“დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და ჩვენ, დავიცავთ დემოკრატიას უკრაინაში და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ twitter-ში.