მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე ისევ ვერ მივიდა | 10.05.2022

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე ისევ ვერ მივიდა. საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის განხილვა ბრალდებულის გარეშე წარიმართა.  მოსამართლემ მესამე პრეზიდენტის  პროცესზე არყოფნის გამო სხდომა გადადო, რადგან  მის გარეშე ადვოკატებს მტკიცებულებების გამოკვლევა არ სურდათ. დაცვის მხარემ   სააკაშვილისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება ითხოვა.  მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი თანახმაა, რომ ყოფილი პრეზიდენტის,  საქმეზე სამედიცინო ექსპერტებს მოუსმინოს, რათა გადაწყვიტოს, დანიშნოს თუ არა სამედიცინო ექსპერტიზა სააკაშვილის მიმართ.  ადვოკატებმა  ასევე მოითხოვეს, რომ მოსამართლეს „ემპათიის“ წარმომადგენლებისთვის ციხეში შესვლის უფლება მიეცათ. საქმეზე შემდეგი სხდომა 24 მაისს ჩანიშნა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები