ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წელი საქართველოში | 09.05.2022

ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წელი აღნიშნეს დღეს საქართველოში. ვაკის პარკში მიმდინარე სარეაბილატაციო სამუშაოებიბს გამო, 9 მაისის ღონისძიება  წელს  კიკვიძის პარკში გაიმართა.  ადგილზე მისულები იყვნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.