პოლონეთში, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხეს. სერგეი ანდრეევი საბჭოთა ჯარისკაცების სასაფლაოს გვირგვინით შემკობას ცდილობდა. საღებავის შესხმამდე, აქტივისტებმა დიპლომატს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს. მომხდარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ტელეგრამ არხზე გამოეხმაურა, სადაც დაწერა, რომ „ნეონაციზმის თაყვანისმცემლებმა კიდევ ერთხელ გაიშიშვლეს სახე – და ის სისხლიანია“.