ჩვენ სხვანაირი ქვეყანა ვართ, რუსეთს სხვანაირი ხასიათი აქვს – 9 მაისი მსოფლიო ლიდერების გარეშე | 09.05.2022

9 მაისი მსოფლიო ლიდერების გარეშე – მოსკოვში წელს მარტო იზეიმეს. წითელ მოედანზე შეკრებილ სამხედროებს და მაღალჩინოსნებს რუსეთის პრეზიდენტმა მიმართა. მთავარი აქცენტი უკრიანაში მიმდინარე ომზე გააკეთა. ვლადიმერ პუტინმა ომს კვლავ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უწოდა. მან სიტყვით გამოსვლილსას  „სამშობლოს დაცვის“ და პატრიოტიზმის მოკლე ექსკურსი გააკეთა. ოკუპანტი ქვეყნის  პრეზიდენტმა ისევ თქვა,  თუ როგორ შესთავაზეს დასავლეთს შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და როგორ მოუწოდებდნენ გონივრული, კომპრომისული გადაწყვეტილებებისკენ, თუმცა, ნატო-ს ქვეყნებმა არ ისურვეს რუსეთის მოსმენა, რადგან სინამდვილეში სხვა გეგმები ჰქონდათ  და დასავლეთი რუსეთის მიწაზე შეჭრისთვის ემზადებოდა.

“ნატო-ს ქვეყნებმა არ მოინდომეს ჩვენი გაგება, ეს კი ნიშნავს, რომ მათ სულ სხვა გეგმები ჰქონდათ. და ჩვენ ეს დავინახეთ. ღიად მიმდინარეობდა მორიგი სადამსჯელო ოპერაციისთვის მზადება დონბასში და ჩვენს ისტორიულ მიწებზე შეჭრისთვის, მათ შორის ყირიმში. კიევში საუბრობდნენ ბირთვული იარაღის შექმნაზე. ნატო-მ დაიწყო მის საზღვრებთან მდებარე ტერიტორიების აქტიური ათვისება.რუსეთმა წინმსწრები პასუხი გასცა აგრესიას. ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ შეტაკება გარდაუვალი იქნებოდა ნეონაცისტებთან, ბანდერელებთან, რომლებზეც ფსონს დებდნენ შტატები და მისი უმცროსი კომპანიონები. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაყწვეტილება. ეს იყო ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილება. ჩვენ სხვანაირი ქვეყანა ვართ, რუსეთს სხვანაირი ხასიათი აქვს, ჩვენ არასდროს არ ვიტყვით უარს ჩვენი სამშობლოს სიყვარულზე, რწმენაზე, ტრადიციულ ფასეულობებზე, წინაპრების წეს-ჩვეულებებზე, ყველა ხალხისა და კულტურის მიმართ პატივისცემაზე. დასავლეთში კი ეს ათასწლეული ფასეულობები, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს გაეუქმებინათ. მივმართავ ახლა ჩვენს შეიარაღებულ ძალებსა და დონბასის მებრძოლებს, თქვენ იბრძვით სამშობლოსთვის, მისი მომავლისთვის, იმისთვის, რომ არავინ არ დაივიწყოს მეორე მსოფლიოს ომის გაკვეთილი, რომ მსოფლიოში არ იყოს ჯალათების, დამსჯელებისა და ნაცისტების ადგილი,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, “დიდ სამამულო ომში” გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში  11 ათასამდე სამხედრო მონაწილეობდა. მოსკოვის წითელ მოედანზე გაატარეს ტანკებიც, თუმცა სამხედრო აღლუმის “საჰაერო ნაწილი” უამინდობის გამო ვერ ჩატარდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები