10 ათასი ხელმოწერა – დროებითი მორატორიუმი რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვაზე | 06.05.2022

რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენა გააპროტესტა პარტიამ “ხალხისთვის”.  პარლამენტთან აქცია-პერფორმანსის  დროს მათ ადგილზე მიიტანეს მავთულხლართები, სადაც ის მონაცემები იყო დატანილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიერ ეკონომიკურ ექსპანსიას გამოხატავს. პარტიის წევრებმა 10 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს და ხელმოწერების საფუძველზე საკანონმდებლო წინადადება წარადგინეს, რომლითაც ისინი საქართველოს ბინადრობის მოსაპოვებლად გადასახდელი ზღვრის გაზრდასა და რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვასთან დაკავშირებით დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.