„რუსეთ-უკრაინის ომში ერთადერთი დამნაშავე რუსეთია“ – ასეთია გზავნილი გაეროს უშიშროების საბჭოს მკვეთრი გზავნილი. უშიშროების სხდომა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც რუსეთმა უკრაინაში გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტის პარალელურად, კიევი დაბომბა. სხდომაზე რუსეთის მისამართით კრიტიკა და მწვავე შეფასებები ისმოდა. გაეროს წარმომადგენლებმა პირდაპირ თქვეს, რომ ცეცხლი სწორედ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს.
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე 3 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 231 ბავშვი, 3 451 ადამიანი კი დაშავდა. საკუთარი სახლი იძულებით 13-მა მილიონმა უკრაინელმა მიატოვა. გაეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, რადგან ინტენსიური ბრძოლების გამო ცნობების მიღება გვიანდება.