სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯამრთელობის მხარდაჭერა- საფრაგეთის ელჩი | 06.05.2022

“სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ჯამრთელობის მდგომარეობის მხარდაჭერა” – ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საქართველოში საფრანგეთის ელჩმა გააკეთა.  დიეგო კოლასის განცხადებით, აუცილებელია ადამიანებს საპატიმრო დაწესებულებაში ევროპული სტანდარტების მკურნალობაზე  ხელიმიუწვდებოდეთ.

“სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის  ჯამრთელობის მხარდაჭერა. აუცილებელია საპატიმრო დაწესებულებაში ადამიანებს ევროპული სტანდარტების მკურნალობაზე მიუწვდებოდეთ ხელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის ამის გაკეთება, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ასევე, რეკომენდაციები იქნა გაცემული სახალხო დამცველის სამსახურის მხრიდან და იმედი მაქვს, მალე იქნება მოძებნილი გამოსავალი. ადამიანის ჯამრთელობის დაცვის უფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი,” – განაცხადა  დიეგო კოლასიმ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები