“ოცნებას” საააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების არ სჯერა | 06.05.2022

“ქართულ ოცნებას” მიხეილ საააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების არ სჯერა.  მას ამჯერად სიმულაციებში ადანაშაულებენ. მაშინ როდესაც ექიმები ამტკიცებენ რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, და ის დაუყოვნებლივ  საჭიროებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას, მმართველი პარტიის ლიდერები ირწმუნებიან რომ მჯავრდებული ექსპრეზიდენტის მთავარი მიზანი საპატიმროდან თავის დაღწევაა. ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი მიეწოდება თუმცა ის გარკვეული მედიკამენტების მიღებაზე უარს თავად აცხადებს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მწვავე დასკვნა გასულ კვირას სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმა მოამზადა. ექიმების შეფასებით,  მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის  ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს. სააკაშვილის ჯანმრთელბოის მდგომარეობას მძიმედ აფასებს ცენტრი ემპათიაც. ამბობენ, რომ საჭიროა  მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადება, ან მისი კლინიკაში გაყვანა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები