სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა | 05.05.2022

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვისა და სამკურნალოდ, საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიასთან დღეს ექს პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.  აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, “ნაციონალური მოძრაობისა” და სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.  როგორც აქციის მოანწილეები ამბობენ, სააკაშვილის ჯანრმთელობის მდგომარეობა სავალალოა და ის შესაბამის მკურნალობას,  საზღვარგარეთ  საჭიროებს, რაზეც  მათი თქმით “ქართული ოცნება” უარს აცხადებს და ექს პრეზიდენტს სასიკვდილოდ იმეტებს. აქციაზე სამართალდამცავებმა ერთი ადამიანი დააკავეს. დაკავების მიზეზი პოლიციელსა და აქციის მონაწებს შორის  სიტყვიერი შელაპარაკება გახდა.