რატომ ეუბნებიან უარს “ქართული ოცნების” ექიმი დეპუტატები მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს თხოვნაზე | 05.05.2022

“ქართული ოცნების” ექიმი დეპუტატები მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს თხოვნაზე უარს ეუბნებიან.  პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა გუშინ მმართველი პარტიის რამდენიმე ლიდერს  ციხეში  მისი მონახულება შესთავაზა, რათა ისინი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაცნობოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შეხვედრა დიმიტრი ხუნდაძეს, დავით სერგეენკოს და ქართული ოცნების  პროფესიით ექიმ დეპუტატებს შესთავაზა. შეთავაზებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდრომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ  ექსპრეზიდენტს ყველა საჭიროსერვისი მიეწოდება და მისი ჯანმრთელობის გაუარესება მხოლოდ მისი სურვილით ხდება, სწორედ ამიტომ დიმიტრი ხუნდაძე მესამე პრეზიდენტის ციხეში მონახულების საჭიროებას ვერ ხედავს.

სახალხო დამცველის ექიმების  ჯგუფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას უმძიმესად  აფასებს და მისთვის კომპლექსური სამედიცინო რეაბილიტაციის აუცილობლობაზე საუბრობს. გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ციხის გარემო საშუალებას არ იძლევა, რომ რეაბილიტაციის კურსი სრულად ჩატარდეს. ექიმები ამბობენ, რომ მძიმე ფქისიქოლოგიური მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს შესაბამის საკვებს. ამ მდგომარეობამ უკვე გამოიწვია მისი სხეულის მიერ ცხიმოვანი მასის სრული ათვისება და კუნთების განლევაა დაწყებული.