რამდენად ეფექტური აღმოჩნდა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები | 05.05.2022

რამდენად ეფექტური აღმოჩნდა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები – კანონის ამოქმედებიდან 1 თვის შემდეგ  ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.  ირკვევა, რომ კანონი ფუნქციურია, თუმცა  ქვეყანაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რაოდენობა ისევ  საგანგაშოა.  როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მონიტორინგის შედეგად,  დადგინდა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 518 მოქალქე ფიქსირდება,  მონაცემები კი მზარდია.

შეგახსენებთ, რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, გამკაცრებული რეგულაციები ძალაში 1 მარტიდან შევიდა. კანონის მიხედვით, სერვისებით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ 25 წლამდე  მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები