„სიცოცხლისთვის“ – პრეზიდენტის სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში, მათ შორის საზღვარგარეთ გადაყვანასაც ითხოვენ. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, საზოგადოების სხვადასხვა პროფესიული სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. აქციას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.