საკადრო ცვილებები რესპუბლიკურ საავადმყოფოში- კლინიკის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა | 03.05.2022

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ  თანამდებობა დატოვა. დღეიდან პოსტზე მას ლიანა ჭუმბურიძე შეცვლის, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამავე კლინიკის ფინანსური დირექტორი იყო. ლევან გოფოძის ცნობით, მისი ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება, თუმცა ამბობს, რომ რჩება რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდში და აგრძელებს ქირურგის საქმიანობას. სამედიცინო ჰოლდინგი რეორგანიზაციის მიზეზად კი  მომავალში  ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფასა  და სტრუქტურულ განვითარებას ასახელებს.