მიხიელ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე ვერ მივიდა. 7 ნოემბრის საქმე საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდებულის გარეშე განიხილეს. მთავარი შუამდგომლობა, რომელიც სააკაშვილის ადვოკატებმა პროცესზე დააყენეს – ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა. დაცვის მხარის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთლეობის მდგომარეობა დამძიმებულია, ამიტომ დაუყოვნებლივ საჭიროა პატიმრისთვის სათანადო მკურნალობის დანიშვნა. მოსამართლემ განმარტა, რომ ოფიციალური წერილის სახით დღეს მიმართავენ პენიტენციურ დაწესებულებას, რათა სასამართლოს დამატებით ეცნობოს სააკაშვილის ჯანრთელობასა და გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე მოითხოვენ მითითებას, რომ განჩინებიდან გამომდინარე, უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სათანადო ზომების მიღება. მოსამართლეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საკითხზე მომდევნო სხდომაზეც იმსჯელებენ. 7 ნოემრის საქმის პროცესი 20 მაისს ჩაინიშნა.