ცდილობს თუ არა რუსეთი საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებას – კითხვა ისევ აქტუალურია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური მორიგ განცხადებას ავრცლებს, რომელშიც რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობებსა და გზებზეა საუბარი. ამ განცხადებაში ნახსენებია საქართველოც და ნათქვამია, რომ ოფიციალური მოსკოვი მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის მიზნით აწარმოებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება პირველი არ არის, როდესაც უწყება საქართველოს რუსეთთან გარიგებებში ადანაშაულებს. მსგავსი ინფორმაცია 4 აპრილსაც გაავრცელა. მაშინ უკრაინის დაზვერვა აცხადებდა, რომ რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით კონტრაბანდის არხებს ქმნიან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გავა.