იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, რომ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება აქვს | 02.05.2022

იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება ეწევა – რატი ბრეგაძემ  განცხადება  საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც პენიტენციურ სამსახურს  მიმართავენ, უზრუნველყონ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სათანადო ზომების მიღება.  მინისტრი  ამბობს, რომ სააკაშვილი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, ასევე, აქვს ციხის მაღაზიაზე წვდომა და ამანათების მიღების შესაძლებლობა. მინისტრმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ სააკაშვილი საკუთარი სურვილით არ იყენებს სუფთა ჰაერზე სეირნობის უფლებას, ასევე, მიეწოდება სრულად მედიკამენტები, მაგრამ შერჩევით არ იღებს გარკევულ ჩამონათვალს.