თუ რუსეთი ბიო-ქიმიურ ან ბირთვულ იარაღას გამოიყენებს, შტატებს ომში ჩართვა უნდა შეეძლოს“- კინზინგერი | 02.05.2022

“თუ რუსეთი ბიო-ქიმიურ ან ბირთვულ იარაღას გამოიყენებს, შტატებს ომში ჩართვა უნდა შეეძლოს“ – რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზიგერი ახალ რეზოლუციას წარადგენს, რომელიც, ამერიკის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ჩართვის ნებას დართავს, თუ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ, ბიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. კონგრესმენის განცხადებით, დღეს ამერიკას აქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს მხარდაჭერა თავისუფლების მაძიებელი ხალხის მიმართ და მტკიცედ შეეწინააღმდეგოს ავტორიტარიზმს.

“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკამ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია – თავისუფლებისადმი ჩვენი ერთგულება ავტოკრატებისგან გვიცავს და აძლიერებს დემოკრატიას მთელს მსოფლიოში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს განსაზღვრება მერყეობდა და ტირანებმა, როგორიც არის ვლადიმერ პუტინი, ეს გამოიყენეს. ჩვენ ვიცით, რომ მილიონობით უკრაინელი იძულებით გადაადგილებულია, ათასობით მოკლულია და ზიანი, რომელიც აგრძელებს მათ ალყას, სრულიად არაადამიანურია. მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღება, სიკვდილით დასჯის მასობრივი შემთხვევები და რუსი სამხედროების მიერ გაუპატიურების შემთხვევების უთვალავი ცნობა დიდწილად შეუმჩნეველი დარჩა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რათა შევაჩეროთ ეს სისასტიკე. სიტყვებს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქმედებები. ჩვენ უნდა დავიცვათ კაცობრიობა და ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენ მოკავშირეებთან ერთად. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, პუტინი შეჩერებული უნდა იქნას. შესაბამისად, მსოფლიოს უდიდეს სამხედროების მთავარსარდალს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება და საშუალება, რომ ამისთვუს საჭირო ქმედებები განახორციელოს,” – ადამ კინზინგერის განცხადება.