“ასეთია ცხოვრება, უნდა აიტანოს ციხეში ყოფნა” – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ინფორმაციას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის ოჯახს ურჩევს ნუ წაახალისებენ მიხეილ სააკაშვილის ახირებებს და მას საკვების მიღება ურჩიონ.
ანორექსია, კუნთების განლევა და ცილოვანი შიმშილი – სახალხო დამცველის ექიმების ჯგუფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას უმძიმესად აფასებს და მისთვის კომპლექსური სამედიცინო რეაბილიტაციის აუცილობლობაზე საუბრობს. გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ციხის გარემო საშუალებას არ იძლევა, რომ რეაბილიტაციის კურსი სრულად ჩატარდეს. ექიმები ამბობენ, რომ მძიმე ფქისიქოლოგიური მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს შესაბამის საკვებს. ამ მდგომარეობამ უკვე გამოიწვია მისი სხეულის მიერ ცხიმოვანი მასის სრული ათვისება და კუნთების განლევაა დაწყებული. თუ მთავრობა მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობის საშუალებას არ მისცემს ოჯახი პერმანენტულ აქციებს დაიწყებს.