“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერების პირველი შეხვედრა ვაშინგტონში | 29.04.2022

პირველი ოფიციალურ შეხვედრა კეტრინ რაისთან და ადამ კინზიგერთან გამართეს  “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა ვაშინგტონში.  გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს მათ შორის 19 აპრილის შეთანხმება, რომელსაც ხელი ამერიკული და ევროპული მხარეების წარმომადგენლების ჩართულობით მოეწერა. საუბარი ასევე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხსაც შეეხო. ვაშაძის განცხადებით საქართველოს ყველაზე მეტად ახლა მხარდაჭერა სჭირდება. ოპოზიციური ლიდერები ვაშინგტონში შეხვედრებს მომდევნო ერთი კვირის მანძილზე განაგრძობენ სადაც კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებს შეხვდებიან.