საქართველოში “ომის პარტიაზე“ საუბარი არ შეიძლება, რადგან ქვეყანაში არავინაა ომის მომხრე – პრეზიდენტი | 29.04.2022

ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ყველა საერთაშორისო სანქციის ნაწილი – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,  გამოცემა „ფორინ პოლისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს, სალომე ზირაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

პრეზიდენტმა კომენტარები გააკეთა ჟურნალისტებთანაც და ვაშინგტონში 3 დღიანი ვიზიტი შეაჯამა. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა სენატორებთან და კონგრესმენებთან. საქართველოს მიმართ არსებული საფრთხეებზე შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არსებობს სცენარები და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველო დარჩეს ყურადღების ცენტრში.   პრეზიდენტი  აცხადებს, რომ საქართველოში “ომის პარტიაზე“ საუბარი არ შეიძლება, რადგან ქვეყანაში არავინაა ომის მომხრე. ზურაბიშვილმა ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მზადაა პირადად დაიცვას ომბუდსმენი.  ზურაბიშვილის თქმით, აშშ-ში გამართული შეხვედრების დროს მიხეილ სააკაშვილის  საკითხი განხილული არ ყოფილა.