პროვოკატორის განცხადებაა, გასცდა ეთიკისრ – „ქართული ოცნება“ არესტოვიჩს პასუხობს | 29.04.2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, სამწუხაროს უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ ეს ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. მინისტრის მსგავსად,მმართველი გუნდის დეპუტატები  უკრაინის ხელისუფლების  მთავარი სპიკერების მხრიდან  გაკეთებულ განცხადებებს არასერიოზულს და უცნაურს უწოდებენ.   ირაკლი ქადაგიშვილი ოლექსი არესტოვიჩს პროვოკატორს უწოდებს და აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველს არც ქართველის და არც უკრაინელის ბედი არ აწუხებს და თავისი პოლიტიკური მიზნები აქვს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები