ნაცმოძრაობა სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს და აჭარაში აქციებს აანონსებს | 29.04.2022

“ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს და აჭარაში საპროტესტო აქციებს აანონსებს. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, რაც არაერთი სამედიცინო დასკვნით დასტურდება. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, აქციები 6 მაისიდან გაიმართება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები