“ოცნება” IRI-ს კვლევას არ ენდობა, თუმცა ოპოზიციის მხარდაჭერის მაჩვენებლებით კმაყოფილია | 28.04.2022

“ქართული ოცნება” საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კველვას არ ენდობა, თუმცა  ამავე კვლევაში, ოპოზიციის მხარდაჭერის მაჩვენებლებით, კმაყოფილია.  “ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი იმაზე მაღალია  ვიდრე ეს IRI-ს კვლევაშია ასახული. რაც შეეხება კველვაში, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგის ვარდნას, ქართული ოცენება ამას ოლიგარქის პოლიტიკიდან წასვლას უკავშირებს.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა  სოციოლოგიური კვლევის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა. იკრვევა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა პრობლემად კვლავ უმუშევრობას და მაღალ ფასებს ასახელებს. ამავე კვლევით ვიგებთ, რომ მოსახლეობაში ყველაზე მაღალი 91%-ანი ნდობით  პატრიარქი  სარგებლობს, მას თბილისის მერი მოჰყვება, მესამე  ადგილზეა პრეზიდენტი, მეოთხეზე  პრემიერი, მეხუთეზე კი სახალხო დამცველი. პოლიტიკურ  რეიტნიგებში მოხვდნენ  ექსპრემიერი გიორგი გახარია, მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი  ანა დოლიძე და პარტია “დროას” ხელმძღვანელი – ელენე ხოშტარია.   კითხვაზე –  მომდევნო კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოქალაქეების  31%  ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა. 16% – “ნაციონალურ მოძრაობას”, 4% – გიორგი გახარიას. 2-2% აქვთ “დროას”, “სტრატეგია აღმაშენებელს”, “ლეიბორისტულ პარტიას”, “ლელოს” და პარტიას “ხალხისთვის”.  ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის მომტან ქვეყნად მოსახლეობის 90% რუსეთს ასახელებს. ევროკავშირში გაწევრიანებას  გამოკითხულთა 74% უჭერს მხარს, ხოლო 60% ნატო-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ჩაატარა.  2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში ორგანიზაციამ გამოკითხა  1 486 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  კვლევა მოიცავდა მთელს საქართველოს, ოკუპირებული რეგიონების გარდა. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი კი  64%.