კალაძემ პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდა დააანონსა | 28.04.2022

პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება. ინფორმაცია თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაავრცელა. კახი კალაძის განმარტებით,  მიზანი ქალაქში წესრიგის დამყარება და უსაფრთხო გარემოს შექმნაა.  მისი თქმით, ჯარიმის  ოდენობა  კონკრეტული დარღვევის მიხედვით განისაზღვრება.

სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება მიკროავტობუსის მძღოლების მონიტორინგიც. მერის ინფორმაციით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც თავისუფალი ადგილის მიუხედავად,  მძღოლი მგზავრს ტრანსპორტს არ  უჩერებს. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევების გამო,  დღეისთვის უკვე 200-ზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული.