პანდემიის დასრულებაზე საუბარი ადრეა – სპეციალისტები მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ | 28.04.2022

დასრულდება თუ არა წელს პანდემია- კითხვაზე პასუხი ისევ უცნობია. ქვეყანაში შენარჩუნებული დადებითი დინამიკის ფონზე,  ეპიდემიოლოგებს ზუსტი პროგნოზის გაკეთება მაინც უჭირთ.  სპეციალისტები ზაფხულში მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პანდემიის დასრულებაზე საუბარი ადრეა , ვიდრე კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის  მცირე  შანსი მაინც  არსებობს. არსებული ვითარების ფონზე, ეპიდემიოლოგები მთავარ მოწოდებად ისევ და ისეგვ ვაქცინაციას ტოვებენ.  რაც შეეხება განახლებულ კოვიდსტატიასტიკას- ქვეყანაში  ვირუისის გავრცელება კლებას აგრძელებს. გასულ 24 საათში კოვიდ-19-ით მხოლოდ 3 ადამიანი გარდაიცვალა. 132 კი დაინფიცირდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები