“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები აშშ-ში გაემგზავრნენ. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ოფიციალურ შეხვედრებს სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატში და სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებში გამართავენ. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ცნობით, შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხები საქართველო, უკრაინა და გეოპოლიტიკა იქნება.