საქართველოს თავდაცვის ძალებს ამერიკის შეერთებული შტატები თანხით დაეხმარება | 27.04.2022

საქართველოს თავდაცვის ძალებს ამერიკის შეერთებული შტატები ფულადი თანხით დაეხმარება. მიზანი რუსეთის მხრიდანმ მოსალოდნელი საფრთხის ფონზე, უწყების გაძლიერებაა. ინფორმაციას გამოცემა,  “ამერიკის ხმა” ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ,  გამოცემისთვის მიცემული კომენტარიდან ირკვევა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისა და კიდევ 15 ქვეყნის დასახმარებლად 713 მილიონ დოლარს გამოყოფს, სადანაც საქართველო 35 მილიონ დოლარს  მიიღებს.