ივანიშვილის და მისი ნათესავების ბიზნესინტერესები მტრულ სახელმწიფოში | 27.04.2022

“ქართული ოცნების” დამაარსებელი და ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ბიზნესსა და აქტივებს , ნათესავებისა და მისი ნდობით აღჭურვილი პირების დახმარებით  ფლობს” –  შესაბამისი კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-  საქართველომ” გამოაქვეყნა. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ოლიგარქი ივანიშვილი 2012-19 წლებში- მინიმუმ 10 კომპანიას ოკუპანტ ქვეყანაში ფლობდა. არასამთავრობო  სექტორის შეფასებით,   ივანიშვილის დაპირება,  რომ ის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ,  რუსეთში კუთვნილ ბიზნესებს გაყიდდა, ტყუილი აღმოჩნდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ამბობს, უკრაინაში მიმდინარე ომზე,  საქართველოს მთავრობის პოზიცია შესაძლოა, სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის რუსეთში არსებული ბიზნესინტერესებით განისაზღვრებოდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევით ირკვევა  რომ ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორები,  ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ბიზნესმენები პირები არიან. დოკუმენტების თანახმად,  ოლიგაქრის დეიდაშვილს და ძმას საერთო ინტერესი და კომპანია აქვთ- გიორგი პოლტავჩენკოსთან, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთად კგბ-ს აკადემიაში სწავლობდა .  გიორგი პოლტავჩენკო 7 აპრილს აშშ-ის  მიერ დასანქცირდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენები ხელისუფლებაზე  სახელმწიფოს მიტაცებად კვალიფიცირდება. ორგანიზაცია კვლევაში ახსნებეს  გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაცია  Freedom House-ის კვლევასაც, რომელშიც  ასევე ნათქვამია,  რომ  ქვეყნის არაფორმალურ მმართველს სერიოზული ბიზნესინტერესები გააჩნია მტრულ სახელმწიფოში, რაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის  ქვეყნის უსაფრთხოებასა და მის საგარეო კურსს.