ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში მასთან შეხვედრა უკვე გამართეს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. მხარეებმა საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელობას ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და განმარტა, რომ საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომსა და მის მძიმე შედეგებსაც. ვიზიტის ფარგლებში ხავიერ კოლომინამ შეხვედრა გამართა ოპოზიციის ლიდერებთანაც.
“ჩვენ შევეხეთ უსაფრთხოების და თავდაცვის ყველა საკითხს. ასევე, პოლიტიკურ საკითხებსაც, რომელთა განხილვაც საჭიროა. ნატო-საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენ ძალზედ ვაფასებთ საქართველოს როგორც პარტნიორს. თქვენს განკარგულებაშია ნატოს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგავაჩნია. ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ზოგიერთი ინსტრუმენტი უნიკალურია და მხოლოდ ად მხოლოდ საქართველოსთვის მოქმედებს. ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკური დიალოგის შესახებ. ცხადია, შეხვედრების დისკუსიების დიდი ნაწილი ეთმობა რუსეთის ომს უკრაინაში, რამაც ფუნდამენტურად შეცვალა კონტექსტი. ამაზე ერთ-ერთი საპასუხო ქმედება არის ხმარდაჭერის და თანამშრომლობის გაძლიერება ყველა პარტნიორთან, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებთან, რომლებსაც ჩვენი შეხედულებით შეიძლება ყველაზე მეტად შეეხოს საფრთხე, რომელსაც რუსეთი წარმოდგენს” – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.