აჟიოტაჟის მიზანია საქართველოში მეორე ფრონიტი გაიხსნას – ღარიბაშვილი ივანიშვილის ჩანაწერზე | 27.04.2022

ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილი/ევტუშენკოვის საუბრის აუდიო ჩანაწერებს უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს. პრემიერი თვლის, რომ  აჟიოტაჟის  მიზანია,  საქართველოში მეორე ფრონიტი გაიხსნას.  ღარიბაშვილისთვის  წარმოუდგენელია ასეთ ჩანაწერებზე სპეკულირება და მით უმეტეს, სერიოზული კომენტარის გაკეთება. პრემიერმა არ ისურვა ეპასუხა კითხვაზე, შეხვდა თუ არა ის, სანქცირებული რუსი ბიზნესმენის მოადგილეს, ალი უზდანოვს. როგორც ეს ჩანაწერებით დასტურდება.  პრემიერმა არ ისაუბრა არც “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” კვლევაზე, რომლითაც ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში ბიზნესსაქმიანობა დაადასტურა.