სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარ თავს ინელებს, ცილოვანი შიმშილი აქვს – ექიმების ახალი დასკვნა | 27.04.2022

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია” – ასეთია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის მიერ მომზადებული ახალი დასკვნა. მედიკოსები ამბობენ, რომ  მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ცილოვანი შიმშილი და ანორექსია აქვს. ექიმების განმარტებით, სააკაშვილს ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, თუმცა ეს რეაბილიტაციისთვის საკმარისი არ არის.

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები რამდენიმე დღის წინ შეუშვეს. მას შემდეგ,  რაც სააკაშვილი ბოლო   სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. ადვოკატები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას შესაბამისი მკურნალობა სჭირდება. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო- სააკაშვილის ოჯახი ხვალ რუსთავის მე-12 საპყრობილესთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებს და საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები