ბინძური დეზინფორმაცია და ბინძურ კამპანია – დავით ხიდაშელი ივანიშვილი-ევტუსენკოვის ჩანაწერზე | 26.04.2022

“ბინძური დეზინფორმაცია და  ბინძური კამპანია  ჩემს წინააღმდეგ” – ასე ეხმაურება დავით ხიდაშერლი სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ ევტუშენკოვის სატელეფონო საუბრის გავრცელებულ ჩანაწერს. აუდიოჩანაწერში ერთ-ერთი ფიგურანტი სწორედ დავით ხიდაშელია, რომელსაც საზოგადოება კარტოგრაფების გახმაურებული საქმიდან იცნობს. იმედისთვის მიცემულ განცხადებაში ბიზნესმენი  ამბობს რომ ვლადიმერ ევტუშენკოვთან 30 წლიანი მეგობრობა აკავშირებს. “კარტოგრაფების საქმის” ერთ-ერთი მთავარი მოწმე  ადასტურებს რომ ალი უზდონოვთან ერთად საქართევლოში შეხვედრები  ბიზნეს სექტორთან გამართეს,  რაც ჩანაწერებიდანაც ირკვევა.  ბიზნესმენი  ამბობს იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილთან და პრემირთან შეხვედრები არ გაუმართავს.