“სანქციების ჭურვები ბიძინა ივანიშვილთან სულ უფრო და უფრო ახლოს ეცემა” | 26.04.2022

განიხილავენ თუ არა ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები,  ბიძინა  ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების საკითხს – ეს მოთხოვნა უკვე დიდი ხანია იმის ოპოზიციის მხრიდან, თუმცა ეს თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილისა  და სანქცირებული რუსი ბიზნესმენის,  ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. ოპოზიცია  ჩანაწერის ნამდვილობის დასადგენად,  გამოძიების დაწყებას ითხოვს. კიდევ ერთი მოთხოვნა,  პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მისვლაა, რადგან  ჩანაწერებში პრემიერის სახელი და გვარი  ფიგურირებს. ოპოზიცია  ამბობს, რომ აუდიოჩანაწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს, ივანიშვილისა და კრემლის ახლო კავშირებს.

ბიძინა ინვანიშვილისთვის პერსონალკური სანქციებისა დაწესებას ითხოვს, პარტია “დროაც”.  ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება  რუსეთს სასათბურე პირობებს უქმნის და საქციებისთვის გვერდის ავლაში  ეხმარება.  ხოშტარიამ ახსნა დღეს. ე.წ კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმე – დავით ხიდაშელიც და თქვა, რომ ის  სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორია, რის გამოც ხოშტარია ვარაუდობს, რომ ჩანაწერებში ნახსენები სახელი – დავითი, სწორედ ხიდაშელს ეკუთვნის.  ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა დღეს  “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა,  შალვა ნათელაშვილმაც.

სოციალურ ქსელებსა და  youtube-ზე,  გუშინ გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი  რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება. საუბარში  ისინი ახსენებენ რუსი ოლიგარქის თანაშემწის, ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. ჩანაწერში ასევე, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს  სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას თხოვს. ნახსენებია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.   ჩანაწერების ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ  არის. ვლადიმირ ევტუშენკოვი დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში მიმდინარე თვეს შეიყვანა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები