სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები შეუშვეს- რა დასკვნას გამოაქვეყნებენ ექიმები | 25.04.2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები შეუშვეს. მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სასჯელაღსრუებლის დაწესებულებაში,  უქმე დღეს, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფებოდნენ. უკავშირდება თუ არა- კონსილიუმის ციხეში ვიზიტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას- ამაზე ექიმები არ საუბრობენ.  მედიკოსი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს-  მომზადებულ დასკვნას კი საზოგადოებას ომბუდსმენი გააცნობს.

მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის  საკითხი  აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სააკაშვილი ბოლო   სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  ადვოკატები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მას შესაბამისი მკურნალობა სჭირდება.