როდის დააბრუნებს ელჩს ზელენსკი საქართველოში – სშფასებები უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე | 25.04.2022

“საქართველოდან ელჩის გაწვევა შეცდომა იყო” – ასე პასუხობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით.  ჯუანშერ ბურჭულაძის  განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა შეცდომა იყო. მისივე თქმით, არ არსებობს ალტერნატიული ქვეყანა, სადაც უკრაინის მოქალაქეებს ისე ექცეოდნენ, როგორც საქართველოში და ეს უკრაინის პრეზიდენტმა უნდა გაითავისოს.

“კობახიძე-ღარიბასვილის მთავრობა საქართველოს რეპუტაციულ იმიჯს სერიოზულად აზიანებს” – ასეთია ოპოზიციის შეფასება ომში მყოფი პრეზიდენტის მწვავე განცხადებაზე. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველო-უკრიანას შორის დაზიანებული ურთიერთიობის გამოსწორების ერთადერთი საშუალება ომში მყოფი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შეწყვეტა  და უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვაა.

ვოლოდიმირ ზელენკიმ საქართველოს მისამართით განცხადება კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე  რამდენიმე დღის წინ გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტისთვის გაუგებარია- რატომ არ უერთდება საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ომში მყოფი პრეზიდენტის თქმით  უკრიანის ელჩს საქართველოში დააბრუნებს მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლების ლიდერების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას იგრძნობენ.  ზელენკიმ საქართველოდან ელჩი ოფიციალურად 31 მარტს გაიწვია.