საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი რუსული სანქცირებული ნავთობის თავშესაფრად იქცა. ამის შესახებ “ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრებმა ფინანსთა სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. “ანტიკორუფციული მოძრაობის” ინფორმაციით, პროცესში ჩართულია ფინანსთა სამინისტრო და მასთან დაქვემდებარებული შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე. “ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრები ამტკიცებენ, რომ ხუნდაძე ასევე დაახლოებულია პრემიერ-მინისტრთან, რაც აჩენს ეჭვს, რომ სანქცირებული ნავთობის შემოტანასთან დაკავშირებით ღარიბაშვილი ინფორმირებულია.