Freedom House-ის კრიტიკული ანგარიში და შეფასებები თბილისში | 21.04.2022

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 3.18-დან 3.07-მდე შემცირდა. გაუარესებულია საქართველოს ეროვნული დემოკრატიული მმართველობის ინდექსიც, რისი მიზეზიც, ორგანიზაციის განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირება და მმართველი პარტიისა და ოპოზიციის აქტორების ქმედებების გამო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავებაა. ანგარიშში მოხვდა 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე და მესამე სექტორზე ძალადობაც. ანგარიშის თანახმად შემცირებულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხიც.

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით საქართველო წელსაც ტრანზიტული ან ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში მოხვდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაქსიმალური 100-დან 35 ქულა აქვს მინიჭებული და შეფასებულია, როგორც გარდამავალ – ჰიბრიდული რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ანგარიშში საქართველოს ქულა 36 იყო.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები