ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ახლა დროა ერთად დავდგეთ – სენატორები თბილისში | 21.04.2022

“ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ახლა დროა ერთად დაავდგეთ” – ამის შესახებ სენატორმა, კრის კუნსმა კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას განაცხადა. სენატორებმა მედიასთან პრესკონფერენცია გამართეს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და ამ კონტექსტში ამერიკის მხარდაჭერის გაძლიერებაზე ისაუბრეს. სენატორები ამბობენ, რომ უკრაინაში უკვე 57 დღეა რაც პუტინისა და რუსეთის სასტიკი აგრესია მიმდინარეობს, უკრაინელების სიმამაცე და ძალა კი ყველას ამხნევებს. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. სენატორებმა ქვეყნისთვის მხარდაჭერის გაგრძელებაზე გაამახვილეს ყურადღება.

ამერიკის კონგრესის დელეგაცია თბილისში, ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის აღსანიშნავად ჩამოვიდა. დელეგაციაში სენატორების კრის კუნსისა და გარი პიტერსის გარდა კონგრესმენებიც იმყოფებიან.