ხოშტარიამ დოკუმენტაცია გაასაჯაროვა – რუსეთი საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყენებს | 20.04.2022

“ქართული კომპანია “გერა” რუსულ ტრანზაქციებს რუბლში იღებს და დოლარში აკონვერტირებს” – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე პარტია “დროას”  ლიდერმა ისაუბრა. ელენე ხოშტარია ასაჯაროებს კონკრეტულ დოკუმენტაციას, საიდანაც მისივე შეფასებით ირკვევა, რომ  რუსეთი საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყენებს.   ხოშტარიას ინფორმაციით, პარლამენტი ცდილობს, “გერას” შეუქმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მას ლეგალურად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს.